გიორგი III გურიელი

გიორგი III გურიელი (გ. 1684), გურიის მთავარი 1664–84, იმერეთის მეფე 1681–83, ქაიხოსრო I გურიელის ძე.

აქტიურად მონაწილეობდა დას. საქართველოს ფეოდ. შინაომებში. სამთავრო შეინარჩუნა ოსმ. მოხარკეობის ფასად. ახლო ურთიერთობა ჰქონდა ახალციხის ფაშასთან. საეკლ. საქმეებში დას. საქართვ. კათოლიკოსის ნების შემსრულებელი იყო.

1681 ისარგებლა იმით, რომ ახლად გარდაცვლილი იმერეთის მეფის – ბაგრატ IV-ის – შვილი მძევლად იყო ქართლში და დაიპყრო იმერეთის სამეფო ტახტი. 1683 სულთნის ბრძანებით მეფობიდან გადააყენეს. მეფობის დაკარგვის შემდეგ შექმნა დას. საქართვ. მთავართა და მსხვილ ფეოდალთა კოალიცია იმერეთის მეფის ალექსანდრე IV-ის წინააღმდეგ, მაგრამ როკითის ბრძოლაში 1684 დაიღუპა.

ლიტ.: იხ. სტ-თან გ ი ო რ გ ი V გ უ რ ი ე ლ ი.

ქ. ჩხატარაიშვილი