გრუნერის აისი

გრუნერის აისი

გრუნერის აისი, (Anthocharis gruneri), პეპელა თეთრულასებრთა ოჯახისა, იშვიათი სახეობა, აღმ. ხმელთაშუაზღვის ენდემი. ამიერკავკასიაში გვხვდება მისი ქვესახეობა. გ. ა-ის გავრცელების ჩრდ. საზღვარია საქართველო. გვხვდება სამხრ. მთიანეთის (ახალციხე-ახალქალაქი, თბილ. მიდამოები) და კავკასიონის (თუშეთი) ქსეროფიტულ დაჯგუფებებში მცირე პოპულაციების სახით. პეპელა ძირითადად გვხვდება ივნ.-ივლ-ში (ზოგჯერ ადრეც), მთაში კი – უფრო გვიან. გ. ა-ის მატლი იკვებება ღორღორას (Sysimbrium) გვარის წარმომადგენლებით. დიაპაუზას გადის ჭუპრის ფაზაში. საქართველოში დაცულია საგურამოს, ბორჯომისა და ახმეტის ნაკრძალებში.

ე. დიდმანიძე