გაგულეჩი

გაგულეჩი, სოფელი ცაგერის მუნიციპალიტეტის ორბელის თემში (რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი), გორმაღლის ქედის დას. დაბოლოებაზე, ლაჯანურის წყალსაცავის ჩრდ-ით, მდ. ლაჯანურის (რიონის მარჯვ. შენაკადი) მარცხ. მხარეს. ზ. დ. 560 მ, ცაგერიდან 15 კმ. 149 მცხ. (2014). სოფელი მოხსენიებულია გერმ. მოგზაურ ი. გიულდენშტედტთან (XVIII ს.).