გადაღმა წყალწითელა

გადაღმა წყალწითელა, სოფელი ტყიბულის მუნიციპალიტეტის ხრესილის თემში (იმერეთის რეგიონი), ოკრიბის წვრილმთიანეთში, მდ. წყალწითელას (ყვირილის მარჯვ. შენაკადი) მარჯვ. ნაპირას. ზ. დ. 440 მ, ტყიბულიდან 18 კმ, ხრესილიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 3 კმ. 11 მცხ. (2014).