გადიდი, სოფელი ვანის მუნიციპალიტეტში (იმერეთის რეგიონი), იმერეთის სამხრ. მთისწინეთში, მდ. ღელისყურის (სულორის შენაკადი) შუა დინებაში. თემის ცენტრი (სოფლები: გ., ონჯოხეთი). ზ. დ. 360 მ, ვანიდან 6 კმ, საჯავახოდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 30 კმ. 109 მცხ. (2014).
გ. წერილობით წყაროებში პირველად XVIII ს. II ნახევარშია მოხსენიებული. შემორჩენილია ფეოდ. ხანის ეკლესიის საძირკველი და წარწერიანი ქვა (XI ს.), რ-იც ვანის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება.
თ. ბერაძე