გადილი

გადილი, მწვერვალი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონის მთავარ ქედზე, ლეხზირის მყინვარის ჩრდ-ით. სიმაღლე 4162 მ. აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით. კალთაზე არის თანამედროვე გამყინვარება.

გ. მარგველანი