გაიბოტენი

გაიბოტენი, სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სიონის თემში (მცხეთა-მთიანეთის რეგიონი), კავკასიონის გვერდითი ჩრდ. ქედის – ხოხის კალთაზე, მდ. თერგის მარცხ. ნაპირას. ზ. დ. 1830 მ, სტეფანწმინდიდან 6 კმ. 2014 აღწერით მუდმივი მოსახლე არ არის. სოფელში შემორჩენილია სამლოცველოდ გადაკეთებული შუა საუკ. კოშკი და მცირე ზომის ეკლესია.