გაიოზ რექტორის სტამბა, ქართული სტამბა. დაარსდა მოზდოკში 1796 გაიოზ რექტორის ინიციატივით. სტამბა გაუმართავს სასტამბო საქმის ცნობილ ოსტატს რომანოზ ზუბაშვილს. 1797 აქ დაიბეჭდა ქართ. ანბანი (ასომთავრული, ნუსხური და მხედრული შრიფტით), რ-საც ახლავს „ლოცვანი“ და „მოკლე საქრისტიანო სწავლა“ (ტირაჟი 600 ც.). 1796–1800 ამავე სტამბაში დაიბეჭდა გაიოზ რექტორის „ქართული ღრამმატიკა“ (ტირაჟი 630 ც-ზე მეტი), 1801 – „განწესება შინაგანისა საქართველოჲსა მართვისა“. სტამბამ იარსება 1803-მდე.
მ. დარჩია