„გალაკტიონი“

„გალაკტიონი“, ქართული ერთდროული ლიტერატურული გაზეთი, მიძღვნილი გ. ტაბიძისადმი. გამოვიდა თბილისში 1927 ივნისში გ. ტაბიძის „რჩეულის“ გამოცემასთან (1927) დაკავშირებით. გაზეთში დაბეჭდეილია დ. კლდიაშვილის, ს. შანშიაშვილის, ვ. გუნიას, შ. დადიანის, შიო მღვიმელის, ია ეკალაძის, ი. მოსაშვილის, ზ. ჭიჭინაძის, გ. ქუჩიშვილის, ლ. მეგრელიძის, დ. ახვლედიანისა და სხვ. მწერლების მოგონებები, წერილები და ლექსები.

ი. ლორთქიფანიძე