გალდავა-ოთარაშვილი კარლო კონსტანტინეს ძე

გალდავა-ოთარაშვილი კარლო (გოგი) კონსტანტინეს ძე (17. III. 1922, თბილისი, – 6. VII. 1995, იქვე), არქიტექტორი. საქართვ. დამს. არქიტექტორი (1972). დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტი (1947). II მსოფლიო ომის მონაწილე (1941–43). მუშაობდა სხვადასხვა საპროექტო ინ-ტში ქ. ყარაღანდასა და თბილისში, საექსპერტო სამმართველოების უფროსად საქართვ. სახ-მშენში (1980–83) და თბილისის მთავარ არქიტექტურულ სამმართველოში (1983–85). ძირითადი ნამუშევრები: ქალაქთმშენებლობითი – თბილისის რუსთაველის მოედნის მიმდებარე ტერიტ. რეკონსტრუქცია-დაგეგმარება (1953–55; ო. კალანდარიშვილთან ერთად), თბილისში – ისნის რ-ნის დახურული ბაზარი (1949), საცხოვრ. სახლების კომპლექსები არაყიშვილის ქუჩაზე (1954) და ვაჟა-ფშაველას გამზირზე (1956), ხიდი დიღომში (1956; ა. ქურდიანთან ერთად, კონსტრუქტორი კ. დიდიძე), ადმ. სახლები ქ. ტაშკენტში და ქ. ოშში (1977).

ს. კინწურაშვილი