გალის წყალსაცავი

გალის წყალსაცავი, წყალსაცავი დას. საქართველოში, გალის მუნიციპალიტეტში, მდ. ერისწყალზე, (ოქუმის მარცხ. შენაკადი), სოფ. რეჩხთან. აშენდა 1969) ექსპლუატაციაშია 1972-იდან. წყალშემკრები აუზის ფართ. 166 კმ², სარკის ფართ. 8,2 კმ². წყლის საერთო მოცულობა 145 მლნ. მ³, სასარგებლო მოცულობა 145 მლნ. მ³, საშ. სიღრმე 17,7 მ, უდიდესი სიღრმე 42,3 მ. საზრდოობს ძირითადად მდ. ერისწყლისა და მდ. ენგურის ჩამონადენით, რ-იც წყალსაცავში ჩაედინება ენგურჰესის დაწნევითი დერივაციული გვირაბით. გ. წ-ის ფსკერი დაფარულია ალუვიონის სქელი ფენით, ნაპირები ზედა ნაწილში დამრეცია, ქვედაში – ციცაბო. აღინიშნება მეწყრული პროცესები. სანაპირო შემოსილია ბუჩქნარითა და მეორეული ტყით. გ. წ. ჯვრის წყალსაცავთან ერთად ქმნის კასკადს, რ-ის ძირითადი დანიშნულებაა მდ. ენგურის ჩამონადენის მრავალწლიური და მდ. ერისწყლის ჩამონადენის დღეღამური რეგულირება ენერგეტ. მიზნებისათვის.

ა. ჯავახიშვილი