გალპერინი ასირ მარკის ძე

გალპერინი ასირ მარკის ძე (21. XI. 1898, ქ. ნიკოლაევი, უკრაინა, – 5. VI. 1974, თბილისი), ფეხბურთელი და მწვრთნელი. სსრკ სპორტის დამს. ოსტატი (1943). 1925–27 იყო თბილ. „დინამოს“ ცენტრ. თავდამსხმელი, 1928-იდან – მწვრთნელი თბილ. განათლების განყ-ბის სპორტ. სკოლაში. მისი ხელმძღვანელობით ჩამოყალიბებული გუნდი „მოლოტი“ 1938 გახდა სსრკ ჩემპიონი ჭაბუკთა შორის. გ. იყო 35-ე სპეც. საფეხბურთო სკოლის უფროსი მწვრთნელი, თბილ. ახალგაზრდული საფეხბურთო სკოლის უფროსი, 1942–45 თბილ. „დინამოს“ უფროსი მწვრთნელი.

თხზ.: Обучение юных футболистов тактике, М., 1958.