გამბარიანი ვარდგეს ეფრემის ძე

გამბარიანი ვარდგეს ეფრემის ძე (18. VIII. 1920, სოფ. ურუტი, სტეფანავანის რ-ნი, სომხეთი, – 20. VI. 1983, თბილისი), სსრ კავშირის დამსახურებული მფრინავი (1973). დაამთავრა ერევნის სამშენებლო ტექნიკუმი (1939), ტაგანროგის ვ. ჩკალოვის სახ. სამხ. საფრენოსნო სკოლა (1941). II მსოფლიო ომის დროს იყო სამხ. მფრინავ-ინსტრუქტორი. საქართვ. სამოქალაქო ავიაციაში მუშაობდა 1945-იდან. ავიაციაში ხანგრძლივ, უავარიო საფრენოსნო მუშაობასთან ერთად, წვლილი შეიტანა საფრენოსნო კადრების მომზადებისა და თანამედროვე საავიაციო ტექნიკის ათვისების საქმეში. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.