გამგებელი ნუგზარ ვალერიანის ძე

გამგებელი ნუგზარ ვალერიანის ძე (დ. 5. IX. 1959, სოფ. ჭორვილა, საჩხერის მუნიციპ-ი), მომღერალი (ტენორი). 1982 დაამთავრა თბილ. დ. არაყიშვილის სახ. I სამუს. სასწავლებელი (პედაგოგ გ. ბეჟუაშვილის კლასი), 1987 – თბილ. ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწ. კონსერვატორია (პროფ. ნ. ანდღულაძის კლასი). 1990-იდან თბილ. ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის ეროვნული თეატრის წამყვანი სოლისტია (დებიუტი – რიჩარდი, ჯ. ვერდის ოპერა „ბალ-მასკარადი“) და ასრულებდა მთავარ პარტიებს: მალხაზი, აბესალომი (ზ. ფალიაშვილის „დაისი“, „აბესალომ და ეთერი“), კოტე (ვ. დოლიძის „ქეთო და კოტე“), ალფრედი, რიჩარდი (ჯ. ვერდის „ტრავიატა“, „ბალ-მასკარადი“), ანტონიო და მეფისტოფელი (ს. პროკოფიევის „დუენია“ და „ცეცხლოვანი ანგელოზი“) და სხვ. გ-ის შესრულებისათვის დამახასიათებელია გამომსახველობა, შინაგანი ექსპრესია. ეწევა საკონცერტო მოღვაწეობას. ქ. კალტანისეტის (სიცილია) ბელინის სახ. ვოკალისტთა საერთაშ. კონკურსის დიპლომანტი (1980), ბარსელონის ფ. ვინიასის სახ., მადრიდის ვ. ალონსოს სახ. და პამპლონის (ესპანეთი) ხ. გაიარხეს სახ. ვოკალისტთა საერთაშ. კონკურსების ლაურეატი (1990, I პრემია და გრან-პრი; 1993, I პრემია; 1994, II პრემია; ხ. კარერასის სპეც. პრემია).

მ. ახმეტელი