ბლანკოფ-სკარი გოლდი

ბლანკოფ-სკარი (Blankoff-Scarr) გოლდი (დ. 21. VI. 1928, ნიუ-იორკი), ბელგიელი სლავისტი და ხელოვნებათმცოდნე. ხელოვნების ისტორიის ბაკალავრი (1949), სლავური ფილოლოგიისა და ისტორიის კანდიდატი (1953);

ფრანგ. და ინგლ. ენებს ასწავლიდა სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. კავკასიოლოგიის საზ-ბის წევრი ევროპაში, ბელგია-საქართველოს ასოციაციის პრეზიდენტი (1989), აქტიურად მონაწილეობდა საერთაშ. სიმპოზიუმებში. 1989 ქართ. ხელოვნ. საერთაშ. სიმპოზიუმზე თბილისში წაიკითხა მოხსენება „ქართული ხელოვნება, როგორც ფასეულობათა სისტემის ანარეკლი“.

საყურადღებოა მისი სტატიები – „საბჭოთა მრავალეროვანი ლიტერატურა: ორი ქართველი მწერალი – ნოდარ დუმბაძე და ჭაბუა ამირეჯიბი“ (1986), „ნოდარ დუმბაძე“ (1987), „თენგიზ აბულაძე და ქართული კინემატოგრაფიის აყვავება“ (1987), „მეშვიდე ხელოვნება საქართველოში. პოლიტიკური, კულტურული და აქსიოლოგიური ასპექტები“ (1991) და სხვ.

მ. ტიტვინიძე