გუბაზეული, გ უ ბ ა ზ ო უ ლ ი, მდინარე დას. საქართველოში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სუფსის მარცხ. შენაკადი. სიგრძე 47 კმ, აუზის ფართ. 371 კმ². სათავე აქვს მესხეთის ქედის ჩრდ. კალთაზე, გომისციხის მთასთან, ზ. დ. 2210 მ სიმაღლეზე. მისი მთავარი შენაკადებია ხანისწყალი და კალაშა. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირეა ზამთარში. საშ. წლ. ხარჯი 13,7 მ³/წმ.
ი. აფხაზავა