ბლიოტკინი პეტრე მიხეილის ძე (20. VI. 1903, თბილისი, – 5. II. 1988, იქვე), რუსი ფერმწერი, ძირითადად პორტრეტისტი და პეიზაჟისტი. საქართვ. დამს. მხატვარი (1961).
ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საქართველოში. 1929 დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია. იყო ი. შარლემანის, ე. თათევოსიანის და ე. ლანსერეს მოწაფე. სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1930-იდან. მთავარი ნამუშევრები: „კარნავალი“ (1936), „ვ. პეტროვას პორტრეტი“ (1937 – 38, საქართვ. ხელოვნ. მუზეუმი, თბილისი), „თბილისის წვიმა“ (1961), „ირმა სოხაძის პორტრეტი“ (1977) და სხვ. ბ-ის პორტრეტებში და ძვ. თბილისისა და საქართველოს (კახეთის) სხვადასხვა კუთხის ამსახველ პეიზაჟებში ვლინდება მხატვრის განსაკუთრებული გატაცება კოლორისტული ამოცანებით.