ბნავისი

ბნავისი, სოფელი გორის მუნიციპალიტეტის ატენის თემში (შიდა ქართლის რეგიონი), თრიალეთის ქედის ჩრდ. მთისწინეთში, მდ. ათრევის (ტანის მარცხ. შენაკადი) ნაპირზე. ზ. დ. 790 მ, გორიდან 13 კმ. 212 მცხ. (2014).

ბ-ს იხსენიებს ვახუშტი ბატონიშვილი (XVIII ს.) ატენის ხეობის სოფელთა სიაში. 1631 ბ-ის მამულები ატენის ხეობის სხვა სოფლების მამულებთან ერთად ქართლ-კახეთის მეფემ თეიმურაზ I-მა იოთამ ამილახორს უბოძა. 1865 ბ. თავისი 13 კომლით ხიდისთავის უბნის ღვარების სასოფლო თემის შემადგენლობაში შედიოდა. სოფლის სამხრ-ით 1 კმ-ზე დგას შუა საუკ. ეკლესია.

ჯ. გვასალია