ბობილიოვი ფედოტ ფედოტის ძე (1819, მოსკოვი, – 1863), რუსი ჟურნალისტი, პოეტი, კრიტიკოსი.
მისი ფსევდონიმებია დორმიდონ ზევაკინი, ნიკანორ პუსტოხლოპალოვი, ავაკუმ ვავაკილოვი და სხვ.
1847 გადმოსახლდა საქართველოში, გაეცნო ადგილ. ინტელიგენციას. თანამშრომლობდა გაზ. „კავკაზში“, რ-შიც გამოაქვეყნა წერილები ქართ. ლიტ-რაზე (1857, № 92), თეატრზე (ეს სტატიები ცალკე ბროშურადაც გამოიცა) და სხვ. ალმანახ „ზურნაში“ (1855) დაბეჭდა ლექსების ციკლი „იმერეთის მელოდიები“, რ-შიც ხოტბას ასხამს იმერეთის ბუნებას (ლექსი „ქარიშხლის შემდეგ“), იმერელ ლამაზმანებს („სუსანა“), ცეკვებს („ლეკური“).
1857 თბილისში გამოსცა ლიტ. ალმანახი „ფეშქეში“, რ-იც მისივე ლექსით, „წმინდა გიორგის მთით“, იწყება.
ვ. შადური