გამეზარდაშვილი დავით მინას ძე

გამეზარდაშვილი დავით მინას ძე (21. VII. 1920, სოფ. კაცხი, ახლანდ ჭიათურის ზონა, – 21. XII. 1985, თბილისი), ლიტერატურათმცოდნე და ჟურნალისტიკის ისტორიკოსი. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1958), პროფესორი (1959), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1973).

1941 დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი. 1944-იდან იყო ამავე ფაკ-ტის ახ. ქართული ლიტ-რის კათედრის ასისტენტი, 1947–51 – საქართვ. მეცნ. აკად. ასპირანტურის გამგე, 1953–54 – თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტის დეკანი, 1955 – ახ. ქართ. ლიტ-რის კათედრის გამგე, 1956–57 – რუსთაველის სახ. ქართ. ლიტ-რის ინ-ტის დირექტორი, 1959-იდან – თსუ-ის ჟურნალისტიკის კათედრის გამგე.

იკვლევდა XIX ს. ქართ. ლიტ-რის და ჟურნალისტიკის ისტორიის საკითხებს.

თხზ.: ქართული კრიტიკა და ქართული კრიტიკოსები, [ტ.] 1, თბ., 1965; ქართული ლიტერატურისა და კრიტიკის ისტორიიდან, ტ. 1–3, თბ., 1974–75; ილია ჭავჭავაძე, დიდი ქართველი სამოციანელი, თბ., 1989.