გუგულის კაბა, (Orchis mascula), ბალახოვანი მცენარე ჯადვარისებრთა ოჯახისა, აქვს 20–50 სმ სიგრძის ღერო, რ-ის ძირთან თავმოყრილია მოგრძო, უკუკვერცხისებრი, მუქი მეწამულწინწკლებიანი ფოთლები, თავთავისებრ ყვავილედებად შეკრებილი მეწამული ან მკრთალი სოსანი ყვავილები, მთლიანი ტუბერები. გავრცელებულია ყველგან, გარდა უდაბნოების და პოლარული ოლქებისა, განსაკუთრებით კი – ამერიკისა და სამხრ. აზიის ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. საქართველოში გავრცელებულია ყველა რეგიონში. გვხვდება მთის შუა სარტყლამდე ფოთლოვან ტყეებსა და ტყის პირებზე, ბუჩქნარებსა და ველობებზე. ყვავის მაისში.
მ. ივანიშვილი