ბოგა

ბოგა, სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტის სვირის თემში (სამცხე-ჯავახეთის რეგიონი), მესხეთის ქედის სამხრ. კალთაზე, მდ. ხომლისწყლის (მტკვრის მარცხ. შენაკადი) მარჯვ. მხარეს. ზ. დ. 1300 მ, ახალციხიდან 12 კმ. 169 მცხ. (2014).

სოფლის მახლობლად შემორჩენილია VII – VIII სს. ტაძრის ნანგრევები.