ბოგვი, სოფელი თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის ჯორჯიაშვილის თემში (ქვემო ქართლის რეგიონი), ქველო ქართლის ბარის ჩრდ.-დას. ნაწილში, მდ. ბოგვისხევის (ალგეთის მარცხ. შენაკადი) შესართავთან. ზ. დ. 700 მ, თეთრი წყაროდან 17 კმ. 170 მცხ. (2014).
ბ-ის მახლობლადაა შუა საუკ. ნასოფლარი ძვ. ბოგვი, რ-ის ტერიტორიაზე შემორჩენილია სამი ეკლესიის ნანგრევი. აღმ. ნაწილში წმ. გიორგის სახ. ერთნავიანი ეკლესია დგას, ჩრდ. ნაწილში – მოზრდილი ეკლესია, რ-საც სამხ-რით მინაშენი აქვს, მესამე ეკლესია მცირე ზომისაა და საკმაოდ უსახო. მის გარშემო საფლავის ქვებია. ძვ. ბოგვის სამხრ.-დას-ით, ბორცვზე, სრულიად დანგრეული კვირაცხოვლის შუა საუკ. ეკლესიის ნაშთია, იგი შემოსილი იყო მოყვითალო ფერის ქვიშაქვის ფილებით. ნასოფლარზე ჩატარებული არქეოლ. გათხრებით დადასტურდა, რომ აქ არსებობდა რკინისა და სპილენძის სადნობი წარმოება (აღმოჩენილია XVII – XVIII სს. ქურა). ჩრდ-ით, 2 კმ-ზე, ხევის მარცხ. მხარეს, მაღალი მთის წვერზე შემორჩენილია ციხის გალავნის ნაშთები. შესაძლებელია აქ იყო ძვ. ციხე.
ლიტ.: ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი დ., ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან, თბ., 1979; ც ი ც ი შ ვ ი ლ ი ი., მატერიალური კულტურის ძეგლები ქვემო ქართლის ისტორიულ-არქეოლოგიური ექსპედიციის მასალების მიხედვით, «ძეგლის მეგობარი», 1980, № 53.