ბოგის მღვიმე

ბოგის მღვიმე, კარსტული მღვიმე ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ხვამლის კირქვულ მასივზე, ზ. დ. 1710 მ სიმაღლეზე.

გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. მღვიმეში ჩასასვლელი იხსნება კარსტული ძაბრის ფსკერზე და საფეხურებად ეშვება სიღრმეში.ფსკერის ფართობი 400 მ², საერთო მოცულობა 1200 მ³, ნაპრალების გადაკვეთის ადგილებში გვხვდება დარბაზები. მღვიმის გამოკვლეული ნაწილის ჯამური სიღრმე 50 მ აღწევს. მღვიმეში არის თოვლ-ფირნისა და ყინულების წარმონაქმნები, სტალაქტიტები, სტალაგმიტები და სხვ.

ვარაუდობენ, რომ ბოგაში ჩაჟონილი წყლები კვებავს ვერძისთავის ვოკლუზს.

ზ. ტატაშიძე