ბოდაველი დავით გიორგის ძე (დ. 03. 07. 1956, დუშეთი), სპორტსმენი (ძიუდოისტი, სამბისტი).
ევროპის ჩემპიონი (1981), მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1981), სსრკ ჩემპიონატების გამარჯვებული (1977) და სამგზის მესამე პრიზიორი (1981‒83), სსრკ ხალხთა VIII სპარტაკიადის მეორე პრიზიორი (1983), საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი ძიუდოში. ტოკიოს (1982) და თბილისის (1979, 1981) საერთაშ. ტურნირების გამარჯვებული. სამბოში სსრკ ჩემპიონატის გამარჯვებული (1977) და მესამე პრიზიორი (1978).