არველაძე სიმონ ვარდენის ძე (15. II. 1921, სოფ. ფერეთა, ახლანდ. ვანის მუნიციპალიტეტი, - 29. XII. 2022, ქუთაისი), პოეტი, კრიტიკოსი. საქართვ. კულტ. დამს. მუშაკი. განათლება ქუთაისში მიიღო. მონაწილეობდა II მსოფლიო ომში. დაამთავრა თსუ-ის ფილოს. ფაკ-ტი (1952). სხვადასხვა დროს მუშაობდა მასწავლებლად საშ. სკოლასა (1952–59) და ქუთ. პედ. ინ-ტში (1960–65). 1974-იდან სპი-ში.
პირველი ლექსები 1940 გამოაქვეყნა. ავტორია წიგნებისა: „პოეზია და თანამედროვეობა“ (1966). «ომგადახდილი „ვეფხისტყაოსანი“» (1967), „იდეალი და შემოქმედების თავისუფლება“, „კრიტიკული ნარკვევები“ (ორივე 1971), „შთაგონება და პოეზია“ (1977), „შემოქმედებას სიმართლე უყვარს“ (1981), „სიახლის გრძნობა“ (1986) და სხვ.
მიღებული აქვს ღირსების ორდენი (1996), ვაჟა-ფშაველას სახ. პრემია (2019), ხალხთა მეგობრობის ორდენი. არის ვანისა და ქუთაისის საპატიო მოქალაქე.