ახალბედაშვილი იოსებ მერაბის ძე

ახალბედაშვილი იოსებ მერაბის ძე (დ. 29. III. 1974, გორი). სპორტსმენი, სამბისტი. მსოფლიოს ჩემპიონი (1997) და ორგზის მესამე პრიზიორი (1994, 1998). ევროპის ჩემპიონი (1998) და სამგზის მესამე პრიზიორი (1995, 1997, 1999).

ღირსების ორდენის მფლობელი.

დაამთავრა ქ. ცხინვალის პედ. ინ-ტის ფიზიკ. აღზრდის ფაკ-ტი (1995) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია (1998).