ბიბილაშვილი ნიკოლოზ ანზორის ძე (დ. 27. VI. 1975, გორი), სპორტსმენი (სამბისტი, ძიუდოისტი). ევროპის ჩემპიონი (2000) და ოთხგზის მესამე პრიზიორი (1999, 2002–04); მსოფლიო ჩემპიონატების ოთხგზის მესამე პრიზიორი (1998–2001); მსოფლიოს თასის მესამე პრიზიორი (1998); ძიუდოში საქართველოს ჩემპიონი (2001).