ბერულავა ბესარიონ ბესიკის ძე (დ. 4. I. 1990, ფოთი), სპორტსმენი, სამბისტი. მსოფლიოს ჩემპიონი (2018) და სამგზის მესამე პრიზიორი (2012, 2014–15). ევროპის ჩემპიონატის ორგზის მეორე (2012, 2014) და მესამე პრიზიორი (2018). ევროპული თამაშების გამარჯვებული (2019), მსოფლიო თასის მფლობელი (2019), ა. ჩოხელის მემორიალის ორგზის გამარჯვებული (2018, 2019), ყაზახეთის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული.