გენეტიკოსთა და სელექციონერთა საზოგადოება

გენეტიკოსთა და სელექციონერთა საზოგადოება საქართველოსი, ჩამოყალიბდა მეცნ. აკადემიასთან 1966 წ. საზ-ბაში გაერთიანებული იყო რესპუბლიკაში არსებული 20-ზე მეტი სამეცნ.-კვლ., სასწ. და პრაქტ. დაწესებულების 400-მდე თანამშრომელი, რ-ებიც მუშაობდნენ გენეტიკისა და სელექციის დარგში. ჰქონდა აფხ. ფილიალი და ჰყავდა 2 კოლექტ. წევრი. საზ-ბასთან ჩამოყალიბებული იყო 4 სექცია: მიკრობთა გ-ის, მცენარეთა გ-ისა და სელექციის, ცხოველთა გ-ისა და სელექციის, ადამიანის გ-ის. საზ-ბა შედიოდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიასთან არსებულ ნ. ვავილოვის სახ. გენეტიკოსთა და სელექციონერთა საზ-ბის შემადგენელობაში. საზ-ბა გენეტ. ცოდნის პროპაგანდას ეწეოდა სამეცნ.-თეორ. კონფერენციებისა და სესიების, მედია საშუალებების, ლექციების, კონსულტაციების, სემინარებისა და სხვათა მეშვეობით. მისივე გრიფით გამოქვეყნდა III, IV, V რესპ. ყრილობის მასალები, ლ. დეკაპრელევიჩის დაბადების 110 და ნ. ვავილოვის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენციების თეზისები, საქართვ. კულტ. მცენარეთა გენოფონდის შესწავლის, დაცვისა და გამოყენების საკითხებისადმი მიძღვნილი სესიის მასალები, მონოგრაფიები და სხვ. 1966–74 გ. და ს. ს-ის პირველი პრეზიდენტი იყო თსუ-ის გენეტიკის კათედრის გამგე, პროფ. გ. პაპალაშვილი, 1974–79 – აკად. მ. რჩეულიშვილი, 1979–96 – აკად. თ. ჭანიშვილი.

სსრკ-ის დაშლის შემდეგ საზ-ბამ ფუნქციონირება შეწყვიტა.

ა. შათირიშვილი