„ბუბა ქაქუჩელა“, ქართული ხალხური (სვანური) საოხუნჯო სიმღერა, რ-შიც გაკილულია არყის მოყვარული ძია ქაქუჩელა. სიმღერა კუპლეტური აღნაგობისაა, სამხმიანი. წარმოადგენს სვანური სიმღერისათვის დამახასიათებელი კომპლ. მრავალხმიანობის ნიმუშს, სადაც სამივე ხმა ერთდროულად გადმოსცემს სიმღერის ტექსტს. სრულდება ანტიფონურად (ორი გუნდის მონაცვლეობით).
ო. ჩიჯავაძე