ბუზოღლი მიხეილ ვართანის ძე

ბუზოღლი მიხეილ ვართანის ძე (1879, სოხუმი, – 1959, თბილისი), არქიტექტორი.

დაამთავრა პეტერბ. სამოქალაქო საინჟინრო ინ-ტი არქიტ. სპეციალობით (1909). 1945–49 იყო საქართვ. ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ი. კონიაშვილის სახ. კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის არქიტ.-დაგეგმარებითი განყ-ბის უფროსი. თბილისის გარდა სხვადასხვა დროს მუშაობდა ბათუმში, ქუთაისში და სხვ. აპროექტებდა სამრეწვ. და საკურორტო ნაგებობებს.

ძირითადი ნამუშევრები: ჩაის ფ-კები ჩაქვში (1927), ზუგდიდში (1931), „სახკინმრეწვის“ ფაბრიკა-ატელიე (1931) თბილისში, საკურორტო სასტუმროები ახტალაში (1932), წყალტუბოში, მენჯში (ორივე 1935), ფიზიოთერაპიული კომპლექსები და სამკურნ. აბაზანები ბორჯომში, წყალტუბოში (ორივე 1930), მენჯში (1937) და სხვ. ავტორია კურორტების – ქობულეთის (1930; ზალდასტანიშვილთან ერთად), ბორჯომის (1940) დაგეგმარების პროექტებისა, ეწეოდა პედ. მოღვაწეობას.

ს. კინწურაშვილი