ბოლოკა

ბოლოკა (Rapistrum rugosum), ხეშეშბეწვიანი ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე ჯვაროსანთა ოჯახისა.

მისი ღეროს სიმაღლე 30 – 100 სმ აღწევს. ქვედა ფოთლები ყუნწიანია, ზედა – მჯდომარე. მტევნებად შეკრებილი ყვითელი ყვავილები აქვს. ნაყოფი მოკლენისკარტიანი შიშველი ჭოტაკია. საქართველოში გვხვდება სამეგრელოში, აჭარაში, გარე კახეთსა და ქართლში.

იზრდება მშრალ ფერდობებსა და გორაკებზე, ნათესებში, გზის პირებსა და დანაგვიანებულ ადგილებზე მთის ქვედა და შუა სარტყელში. გავრცელებულია აგრეთვე იმიერკავკასიაში, ამიერკავკასიაში – სომხეთსა და აზერბაიჯანში, შუა და აღმ. ევროპაში, ხმელთაშუაზღვისპირეთში, მცირე აზიასა და აღმ. ანატოლიაში, აგრეთვე ირანში.

ლ. ხინთიბიძე