ბოლქვაძე თინათინ ალექსის ასული

ბოლქვაძე თინათინ ალექსის ასული (29. XI. 1918, ‒ 11. III. 2003, ოზურგეთი), მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1971), აფხ. სახ. არტისტი (1967). 1940 დაამთავრა საქართვ. შოთა რუსთაველის სახ. თეატრ. ინ-ტის სამსახიობო ფაკ-ტი და იმავე წელს მსახიობად ჩაირიცხა რუსთაველის სახ. თეატრის დასში, სადაც 1949-მდე მოღვაწეობდა. 1949-იდან იყო სოხუმის ქართ. დრამ. თეატრის წამყვანი მსახიობი.

ბ-ის საშემსრულებლო ხელოვნება გამოირჩეოდა ფორმის სიმკვეთრით, თვითმყოფადობით, დამაჯერებლობით, გმირის სულიერი სამყაროს ღრმა წვდომით. ასრულებდა ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული ხასიათის როლებს, რ-თაგან აღსანიშნავია: სმერალდინა (კ. გოლდონის „ორი ბატონის მსახური“), ქსენია (ბ. ლავრენიოვის „რღვევა“), ნინო (მ. ბარათაშვილის „ჩემი ყვავილეთი“), ფატი გურიელი (ა. ჩხაიძის „შთამომავლობა“), კეტ რინი, დეზდემონა, ქალბატონი კაპულეტი (უ. შექსპირის „ჭირვეულის მორჯულება“, „ოტელო“, „რომეო და ჯულიეტა“), თინა (ლ. ქიაჩელის „ტარიელ გოლუა“), ლილი ბელი (ჯ. პატრიკის „უცნაური მისის სევიჯი“), კლეა (გ. ფიგეირედუს „მელა და ყურძენი“), ჟერმენ ლესკალიე (ა. ჟერის „მეექვსე სართული“), ნასტია (ა. გეწაძის „წმინდანები ჯოჯოხეთში“), კატარინა (ა. ფრანსის „მუნჯი ცოლი“), მარგარიტა (ჯ. ფლეტჩერის „როგორ მოვარჯულოთ ცოლი“) და სხვ.

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

შ. ცუცქირიძე