გამოღმა პირველი ხორგა

გამოღმა პირველი ხორგა, სოფელი ხობის მუნიციპალიტეტის (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი), ოდიშის დაბლობზე, მდ. ხობის მარჯვ. ნაპირას, ხობ – ყულევის საავტ. გზაზე. პირველი ხორგის თემის ცენტრი. ზ. დ. 10 მ, ხობიდან 6 კმ. 601 მცხ. (2014). გ. პ. ხ-ში დაიბადა პოეტი ალიო მირცხულავა.