ბოლქვაძე სიმონ სპირიდონის ძე (10. III. 1913, ქუთაისი, – 3. XII. 1994, თბილისი), ხელოვნებათმცოდნე. საქართვ. კულტ. დამს. მოღვაწე (1968).
დაამთავრა საქართვ. ინდუსტრ. ინ-ტი არქიტ. სპეციალობით (1940). II მსოფლიო ომის მონაწილე. 1949-იდან მუშაობდა ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. სახელმწ. მუზეუმში სხვადასხვა თანამდებობაზე, 1971–89 იყო ამავე მუზეუმის დირექტორის მოადგილე – მთავარი მცველი.
ბ-მ სამუზეუმო ექსპოზიციები მოაწყო ი. გრიშაშვილის სახ. ბიბლიოთეკა–სახლ-მუზეუმში, კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინ-ტში, თსუ ი. ჯავახიშვილის სახ. კაბინეტში, ზუგდიდის მუზეუმში და სხვ. ავტორია ქართულ ენციკლოპედიაში დაბეჭდილი სტატიებისა.
თხზ.: საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ეპიგრაფიკული ძეგლების კატალოგი, თბ., 1953 (თანაავტ. ა. ბაქრაძე); მ. ზიჩი და ცოცხალი სურათები ვეფხისტყაოსნიდან, «საბჭოთა ხელოვნება», 1960, № 11 (თანაავტ. თ. ფერაძე); საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ექსპოზიციები, «საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე», 1974, ტ. 30 B; მუზეუმები, ქსე სპეცტომი „საქართველოს სსრ“, თბ., 1981.