ბორენა

ბორენა, XI ს. პოეტი ქალი. მიეკუთვნება ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი ჰიმნი, დახვეწილი რითმებით გაწყობილი იამბიკო, წარწერილი მარიამ ღვთისმშობლის ხატის ზურგზე (სვანეთი, ლენჯერის ეკლესია). ჰიმნის ბოლო, მეხუთე ტაეპში თვით ავტორია მოხსენიებული: „ქალწულო, მიხსენ ბორენა ჭირმრავალი“. ზოგი მკვლევარი მას ბაგრატ IV-ის მეუღლედ, ბორენა დედოფლად (XI ს.) მიიჩნევს. გამოთქმულია აგრეთვე მოსაზრება, რომ იამბიკოს ავტორია არა XI ს. მოღვაწე პოეტი ქალი, არამედ ცოტნე დადიანის მეუღლე, რ-იც XIII ს-ში ცხოვრობდა.

ლიტ.: ი ნ გ ო რ ო ყ ვ ა  პ., რამდენიმე ახალი ფურცელი შოთა რუსთაველის ბიოგრაფიიდან, წგ.: რუსთაველი შ., ვეფხისტყაოსანი, წგ. 1, თბ., 1970; კ ე კ ე ლ ი ძ ე  კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960.

ს. ცაიშვილი