„განათლება“

„განათლება“, ყოველთვიური სამეცნიერო-პედაგოგიური და ლიტერატურული ჟურნალი. გამოდიოდა თბილისში 1908–18 (გამოცემა გრძელდებოდა 1918–20 წლებშიც). აშუქებდა პედ. ზოგადი საფუძვლების, დიდაქტ., აღზრდის თეორიისა და სკოლათმცოდნეობის პრობლემებს, აქვეყნებდა წერილებს სხვადასხვა საზ., პოლიტ., ფილოს., მეცნ. და ტექ. საკითხებზე;

ბეჭდავდა აგრეთვე მხატვრულ ლიტ-რას, ლიტ.-კრიტ. წერილებს, მოგონებებს, კორესპონდენციებს, ბიბლიოგრაფიასა და ქრონიკას. 1911-იდან „გ-ის“ ყოველი წლის უკანასკნელ მე-10 ნომერს ერთვოდა წლიური საძიებელი, ხოლო 1913–17 – სპეც. დამატება „ცნობები ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოქმედებისა“ პაგინაციითა და ნუმერაციითურთ. გამომცემელი – ლ. ბოცვაძე. თანამშრომლობდნენ ცნობილი საზ. მოღვაწეები, პედაგოგები, მწერლები. ი. ჭკუასელი.