გარნელი-დარჩია ალექსანდრა გაბრიელის ასული

გარნელი-დარჩია ალექსანდრა გაბრიელის ასული (22. IV. 1896, ბათუმი, – 28. VIII. 1977, იქვე), მსახიობი. ბათუმის თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელი. აჭარის (1945) და საქართვ. (1950) დამს. არტისტი.

1912 დაამთავრა ბათ. ქალთა გიმნაზია. სასცენო მოღვაწეობა დაიწყო იმავე წელს ჯერ სცენისმოყვარეთა, ხოლო შემდეგ პროფესიულ – შ. დადიანის „მოგზაური დასის“ წარმოდგენებში. 1919 მსახიობად მიიწვიეს ბათ. თეატრში. 1924-იდან სხვადასხვა დროს მუშაობდა ოზურგეთის, ქუთ., ზუგდიდის თეატრებში. 1933-იდან კი სიცოცხლის ბოლომდე ბათ. სახელმწ. დრამ. თეატრის მსახიობი იყო.

მნიშვნელოვანი როლები: სონა (პ. ირეთელის „ქრისტინე“), სოფონა (ნ. ნაკაშიძის „ვინ არის დამნაშავე?“), მაშო (ა. ცაგარელის „ციმბირელი“), ფაიხოში (დ. ერისთავის „სამშობლო“), ისმენე (სოფოკლეს „ანტიგონე“), გალჩიხა (ა. ოსტროვსკის „უდანაშაულო დამნაშავენი“) და სხვ.

შ. ცუცქირიძე