გარსევანიშვილები

გარსევანიშვილები, გერსევანოვები, ფეოდალური საგვარეულო.

განსაკუთრებით დაწინაურდნენ ქართლის სამეფო კარზე XVIII ს-ში, როდესაც ამ საგვარეულოს წარმომადგენლები ვახტანგ VI-ის კულტ.-სამეცნ. საქმიანობის აქტ. მონაწილეები და მეფის შვილების აღმზრდელ-მასწავლებლები გახდნენ.

ძმები გიორგი და იესე გ. იყვნენ ვახტანგ VI-ის შვილების ვახუშტის, ბაქარისა და გიორგის აღმზრდელები. იესე იყო სამეფო კარისა და ოქონის ხატის დეკანოზი, ჯვარისმტვირთველი. 1724 ძმები გ. ვახტანგ VI-ს რუსეთში გაჰყვნენ. ამიერიდან ისინი გერსევანოვებად იწერებოდნენ. განსაკუთრებული დამსახურებისათვის რუს. მთავრობამ მათ მამულები მისცა პოლტავის, ხარკოვისა და ეკატერინოსლავის გუბერნიებში.

ბ. ტოგონიძე