გამსახურდია სვიმონ ვიქტორის ძე

გამსახურდია სვიმონ ვიქტორის ძე (24. VII. 1929, თბილისი 2006), ისტორიკოსი. ისტ. მეცნ. დოქტორი (1984), პროფესორი (1986), საქართვ. პედ. მეცნ. აკად. წევრი (1995). საქართვ. უმაღლესი სკოლის დამს. მუშაკი (1988). დაამთავრა თსუ (1953). 1953–55 მუშაობდა ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალის მეცნ. თანამშრომლად, 1956–59–მასწავლებელთა დახელოვნების ინ-ტის მეთოდისტად, 1960 – 76–პედ. მეცნ. ეროვნულ ინ-ტში უფრ. მეცნ. თანამშრომლად და სექტორის გამგედ, 1973–90 – ჟურნ. „სკოლა და ცხოვრების“ მეთოდ. დამატების („ისტორია და გეოგრაფია სკოლაში“) მთ. რედაქტორად, 1977-იდან მოღვაწეობდა თბილ. ს.-ს. ორბელიანის სახ. პედ. უნ-ტში; 1990-იდან აქვე იყო საქართვ. ისტ. კათედრის გამგე. იკვლევდა საქართვ. ისტ. და ქართული პედ. ისტ. საკითხებს. ი. გოგებაშვილის სახ. I ხარისხის პრემიის ლაურეატი.

თხზ.: საზოგადოებრივ-ისტორიული აზრის განვითარება X I ს. საქართველოში, თბ., 1966; სწავლა-განათლება ძველ საქართველოში, თბ., 1975; 1984; განმავითარებელი სწავლება ისტორიის გაკვეთილებზე, თბ., 1975; მხატვრ. ნაწარმოები „ხერთვისის ბინდი“, თბ., 1995.