გამცემლიძე შოთა ლევანის ძე

გამცემლიძე შოთა ლევანის ძე (29. XI. 1922, თბილისი, – 20. I. 1945), საბჭოთა კავშირის გმირი (24. III. 1945). გვარდიის უმცროსი სერჟანტი. წითელი არმიის რიგებში იყო 1941-იდან. II მსოფლიო ომის დროს იბრძოდა მინსკის განთავისუფლებისათვის. ქ. აულოვენენთან (აღმ. პრუსია) გამართულ ბრძოლებში მისი ათეული პირველი შეიჭრა ქალაქში და გზა გაუხსნა სატანკო მექანიზებულ გვარდიულ შენაერთს. გადამწყვეტ ბრძოლაში გ. ხელყუმბარებით ხელში შეუვარდა მტრის ტანკს და გმირულად დაიღუპა. სიკვდილის შემდეგ მიენიჭა საბჭ. კავშირის გმირის წოდება. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით და მედლით „მამაცობისათვის“.

ტ. ჩინჩილაკაშვილი