განათლებისა და კულტურის ცენტრი

განათლებისა და კულტურის ცენტრი, 1922 წმინდა ნინოს სასწავლებლის სამლოცველოში დაარსდა მასწავლებლის სახლი. 1968-იდან ეწოდა განათლების მუშაკთა რესპ. სახლი და მუშაობას წარმართავდა სხვა უწყებების კულტ. სახლებსა და კლუბებთან, ბ-კებთან, ზოგადსაგანმან. სკოლებთან, უმაღლეს სასწავლებლებთან, სამეცნ. დაწესებულებებთან, საზ-ბა „ცოდნის“ ორგანიზაციებთან მჭიდრო კავშირში. 1984-იდან გადავიდა ახ. შენობაში და განათლების მუშაკთა პროფკავშირის რესპ. საბჭოს მხარდაჭერითა და სახსრებით შეიქმნა სათანადო ბაზა. 1922-იდან ფუნქციონირებს როგორც გ. და კ. ც. ხელოვნ. ცენტრთან ურთიერთთანამშრომლობით ჩამოყალიბდა დრამ., მუს., ლიტ., ქორეოგრაფიული და სხვა სტუდიები. ტარდებოდა ფესტივალები. ხელოვნ. ცენტრის ბაზაზე გ. და კ. ც-ში საფუძველი ჩაეყარა თეატრს. იხ. აგრეთვე მასწავლებლის სახლი.