განგებლოვი სიმონ გიორგის ძე

განგებლოვი (განგებლიძე) სიმონ გიორგის ძე (24. V. 1757, მოსკოვი,–17. II. 1827, სოფ. ბოგოდაროვკა, ვერხნედნეპროვსკის მაზრა, ეკატერინოსლავის გუბ., ახლანდ. დნეპროპეტროვსკის ოლქი), რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1799). რუსეთში გადასახლებული ქართვ. აზნაურის გიორგი ქრისტეფორეს ძე განგებლიძის შვილი, განგებლოვი ალექსანდრე|ა. განგებლოვის მამა. სამხ. სამსახური დაიწყო 1771 ჰუსართა ლეგიონში. 1788-იდან მსახურობდა მოლდავეთის ჰუსართა და იაროსლავლის ქვეით ლეგიონებში. რუს.-ოსმ. ომში (1787–91) მონაწილეობდა ოჩაკოვის, ჰაჯიბეისა (ახლანდ. ოდესა) და სხვა ციხესიმაგრეების აღებაში, 1791 მეთაურობდა სადესანტო რაზმს, რ-იც იცავდა დუნაის შესართავებს. 1794–95 რუს. არმიის შემადგენლობაში იბრძოდა აჯანყებული პოლონეთის წინააღმდეგ. ბაგრატიონი პეტრე|პ. ბაგრატიონის რაზმის შემადგენლობაში უნარიანად მეთაურობდა ეგერთა ლეგიონს ა. სუვოროვის ხელმძღვანელობით განხორციელებულ იტალ. და შვეიც. კამპანიებში (1799), რისთვისაც მიენიჭა გენ.-მ. წოდება. იყო რუს. 1812 სამამულო ომის და რუს. არმიის საზღვარგარეთ ლაშქრობის (1813) აქტ. მონაწილე. გმირულად იბრძოდა ბაუცენის (1813) ბრძოლაში, სადაც მძიმედ დაიჭრა.

დაჯილდოებულია წმ. გიორგის II და IV ხარისხის ორდენებით.

ლიტ.: მეგრელიძე შ., ჩვენი სახელოვანი სამხედრო წინაპრები, თბ., 1979, გვ. 39–43.

ო. ჟორდანია