განმგებელი, გამგებელი, 1. (სამართ. ისტორია), ადგილობრივი ადმინისტრაციის მოხელე ფეოდალურ საქართველოში. ტერმინი იხმარებოდა აგრეთვე ცენტრ. ადმინისტრაციის უმაღლესი განმკარგულებელი მოხელეებისა და სამონასტრო ხელისუფლების ფუნქციათა განმსაზღვრელადაც (მაგ., ხელისუფალნი და განმგებელნი საქმისანი). XVII–XVIII სს-ში გ-ად იწოდებოდა ქართლის მმართველი, რ-საც სპარს. შაჰი მეფისნაცვლად – ჯანიშინად ნიშნავდა (მაგ., ვახტანგ VI გ. იყო 1703–14).
ლიტ.: ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგ. 2, ნაკვ. 1–2, თბ., 1982 – 84 (თზ. თორმეტ ტომად, ტ. 6–7).
2. ადგილობრივი მმართველობის ორგანოს ხელმძღვანელი საქართველოს რესპუბლიკაში.