განძი

განძი (სამართ.), მიწაში ჩაფლული ან სხვაგვარად დამალული ფული ან ძვირფასეულობა, რ-ის მესაკუთრის დადგენა შეუძლებელია ანდა, რ-ის მესაკუთრესაც კანონის ძალით დაკარგული აქვს მასზე უფლება. კანონმდებლობის მიხედვით გ. სახელმწ. საკუთრებად ითვლება და აღმომჩენი ვალდებულია ჩააბაროს იგი საფინანსო ორგანოებს. აღმომჩენს ჯილდოდ ეძლევა ჩაბარებულ ფასეულობათა ღირებულების 25%. თუკი გათხრა და ფასეულობათა ძებნა აღმოჩენის მიზნით ამ პირის სამსახურებრივ მოვალეობას არ შეადგენდა.

ტერმ. „გ.“ ქართულში ძველთაგანვე იხმარებოდა საუნჯის, ქონების, სიმდიდრის აღსანიშნავად. სამართ. ძეგლებში მოწესრიგებულია გ-ის პოვნასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხები. თუ ვინმე გ-ს თავის ადგილ-მამულში იპოვიდა, ნაპოვნი მთლიანად მას ეკუთვნოდა. სხვაგან ნაპოვნი გ. მპოვნელსა და „ალაგის პატრონს“ შორის ნაწილდეობდა. ნაპოვნი გ-ის მიმთვისებელი კარგავდა წილის მიღების უფლებას („სამართალი ბერძული“, მმ. 254, 255; შდრ. „სამართალი სომხური“ – მხითარ გოშის სამართლის წიგნის ქართული ვერსია, მ. 182).

ი. ფუტკარაძე