განწესება

განწესება, ძველ ქართულ სამართალში კანონებისა და წესის შემოღება, საერო ან საეკლ. ხელისუფლების ნორმატიული აქტი – წესდება, დებულება. XVIII ს. II ნახევარში გ-დ იწოდებოდა ერეკლე II-ის მიერ მიღებული მრავალი საკანონმდებლო აქტი.

მ. კეკელია