დობორჯგინიძე ალექსანდრე მათეს ძე

დობორჯგინიძე ალექსანდრე მათეს ძე (15. VIII. 1902, ფოთი, – 20. VII. 1950, ბორჯომი), საჭადრაკო კომპოზიტორი.

მისი პირველი ნაწარმოები დაიბეჭდა 1928. გამოქვეყნებული აქვს 150-ზე მეტი კომპოზიცია. საკავშ. და საერთაშ. კონკურსების რამდენიმე პირველი პრიზის მფლობელი. აღზარდა ქართვ. საჭადრაკო კომპოზიტორთა მთელი თაობა.

მისი თაოსნობით პირვესაქართველოში პირველად მოეწყო საჭადრაკო კომპოზიტორთა საკავშ. კონკურსები (1930, 1933).

ლიტ.: ტ ა ბ ი ძ ე  ო., გამოჩენილი ქართველი საჭადრაკო კომპოზიტორი, «მერანი», 1986, №12.

თ. შ. გიორგაძე