განჯის ტრაქტატი 1735

განჯის ტრაქტატი 1735, რუსეთ-ირანის ხელშეკრულება. დაიდო 10 (21) მარტს ქ. განჯის (აზერბაიჯანი) მახლობლად. რუს. მთავრობა ოსმალეთთან ომისათვის ემზადებოდა და დაინტერესებული იყო ირანის მხარდაჭერით. გ. ტ-ის თანახმად, რუსეთმა ირანს დაუბრუნა ბაქო და დერბენდი პროვინციებითურთ. გარდა ამისა, ორივე მხარეს უნდა დაეცვა რეშთის ხელშეკრულება (1732), რ-ის ძალითაც რუსეთმა ირანს გილანი, მაზანდარანი და ასტრაბადი დაუბრუნა. გ. ტ-ის მე-5 მუხლი ამტკიცებდა რეშთის ხელშეკრულების პირობას იმის შესახებ, რომ ოსმალთა ბატონობისაგან განთავისუფლების შემდეგ ქართლის სამეფოს ირანი კვლავ ვახტანგ VI-ს გადასცემდა.

ლიტ.: Пайчадзе Г. Г., Русско-грузинские политические отношения в первой половине XVIII века, [Тб., 1970].