გარანიანი ერვანდ გევორქის ძე

გარანიანი ერვანდ გევორქის ძე ( 20. XII. 1903, სოფ. ბაღნარი, ახლანდ. გაგრის ზონა,– 24. XI. 1995, სოჭი), საბჭოთა კავშირის გმირი (15. I. 1944), გვარდიის ზემდეგი. წითელი არმიის რიგებში იყო 1941-იდან. II მსოფლიო ომის დროს იბრძოდა სტალინგრადთან, კურსკთან. მონაწილეობდა მდ. დესნის გადალახვაში, ქ. ჩერნიგოვის განთავისუფლებაში. მდ. დნეპრის მარჯვ. ნაპირზე გამართულ ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა საბჭ. კავშირის გმირის წოდება. იბრძოდა პოლონეთსა და გერმანიაში. ომის დამთავრების შემდეგ მუშაობდა სხვადასხვა სამეურნეო თანამდებობაზე. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, წითელი ვარსკვლავის ორდენით და მედლებით.

ტ. ჩინჩილაკაშვილი